ია სირანაშვილი – ადვოკატი,  რომელმაც საქართველოში ცხოველთა სამართალი შექმნა

საქართველოში არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ საქმეს და ურთიერთობებს  არ წყვეტენ , ისინი ზოგადად  ცვლიან სამართალს, საზოგადოებრივ აზრს და სახელმწიფოს დამოკიდებულებას სამართლის კონკრეტული მიმართულების  მიმართ. ერთი ასეთი გადაწყვეტილების  ავტორი გახდა ადვოკატი ია სირანაშვილი, ქალი, რომელმაც არა მხოლოდ  ორი  უპრეცედენტო სასამართლო  საქმე მოიგო , არამედ    ცხოველთა უფლებების განვითარებისათვის  საქართველოში. სერიოზული პრაქტიკა დაამკვიდრა.

ჯერ კიდევ  32 წლის ასაკში იამ ცხოველთა უფლებების დაცვისათვის  შეძლო  ის, რაც საქართველოში მანამდე წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. მან  დაამტკიცა სასამართლოში, რომ ცხოველი არ არის ნივთი, საგანი ან უბრალო საკუთრება, ის არის ცოცხალი არსება, რომელსაც სამართლებრივი დაცვა ეკუთვნის.

პირველი პრეცედენტი, ადმინისტრაციული დავა და ცოფის კანონის შეცვლა იყო ია სირანაშვილის  პირველი ისტორიული გამარჯვება ადმინისტრაციულ დავაში, რომელსაც მოსამართლე  მერი გულუაშვილი უძღვებოდა. საქმე ეხებოდა ცოფზე საეჭვო ძაღლების ავტომატურ ევთანაზიას , პრაქტიკას, რომელიც წლების განმავლობაში მოქმედებდა საქართველოში. სახელმწიფოს მიდგომა იყო მარტივი და დაუნდობელი: ეჭვი უდრიდა მათ სიკვდილს, რის შემდეგაც  სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დატყვევებული  ძაღლების განთავისუფლების შესახებ. ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სასამართლომ ცხოველის სიცოცხლე ადამიანის ინტერესებთან თანაბრად განიხილა.

მეორე პრეცედენტი ,სამოქალაქო დავა და ცხოველის სტატუსის გარდატეხა  კიდევ უფრო რევოლუციური საქმე განიხილა მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა.  სასამართლომ დაადასტურა, რომ ცხოველი არ არის საგანი. მანამდე ცხოველი სამართლებრივად განიხილებოდა როგორც ნივთი / მაგიდა, მანქანა ან ქონება. ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა სამართლებრივი რეალობა. ცხოველი დაცულია სპეციალური სისხლის სამართლის კოდექსით. ცხოველის მიმართ უდიერად მოქცევა უკვე დასჯადი გახდა .

თამამად შეიძლება  ითქვას ,რომ    ადვოკატ   ია სირანაშვილის მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით ,   საქართველოში  ცხოველთა სამართალი  შეიქმნა.

 

Author

Related posts

სამართალი და ხელოვნება – ადვოკატთა ასოციაციაში ორგანიზაციის წევრთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

თაღლითური სქემა: როგორ აღმოჩნდა ერთი ოჯახის ქონება მევახშის ხელში?

სამეზობლო სამართალი – რას გულისხმობს თმენის ვალდებულება და რა უფლებები აქვთ მეზობლებს?