საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა .
“მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გამაცნო.” – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ ვრცელ ინფორმაციას “ადვოკატის ხმა ” მოგვიანებით მოგაწვდით.