მარნეულის რაიონში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი ვაგიფ ისმაილოვი პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს დახმარებისთვის მიმართავს .
მისი თხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ ქ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (2021 წლის 27 05 #3ბ/ 1811-20) მას საკუთრებაში გადაეცა მარნეულის რაიონში, სოფ. კაპანახჩში (იაღლუჯა) მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მაგრამ სსიპ სახელმწიფო წონების ეროვნული სააგენტო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს .
„მიწის ნაკვეთები, რომელსაც სახელმწიფოს ვედავები. 2005 წლამდე იჯარით მქონდა აღებული. შემდეგ გამოვიდა კანონი, რომ შემეძლო მისი გამოსყიდვა, გამოვისყიდე კიდეც. არსებობს ოქმი და გადახდის ქვითრები , მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე სსიპ სახელმიფო ქონების მართვის სააგენტო უარს მეუბნებოდა მის გადაფორმებაზე .წლები ვიარე სასამართლოში, ბოლოს მაინც გავიმარჯვე . თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაავალა სახელმწიფო ქონების ეროვნულ საგენტოს ჩემს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადმოცემა. დღემდე ეს ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს . მიუხედავად იმისა, რომ საქმის გამოტანმა მოსამართლემ კვლავ მისწერა სახელმიფო ქონების სააგენტოს რომ არ არსებობს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილენაში რაიმე უზუსტობა და ბუნდოვანება და რომ გადაწყვეტილება უნდა შესრულდესო , მაგრამ პრობლემა არ გვარდება და საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია .
მაქვს ეჭვი , რომ ეკონომიკის სამინისტრო მიწის გადაფორმებაზე უარს იმიტომ მეუბნება რომ ვარ ეთნიკური აზერბაიჯანელი . იძულებული ვარ, მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ გადამიწყვიტოს საკითხი ან მივმართავ სტრაბურგის სასამართლოს სამართლის საძიებლად. არადა ამის გაკეთება არ მინდა. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ ვმოღვაწეობდი, საქართველო ჩემი სამშობლოა და მისი ინტერესები ჩემთვის მნიშვნელოვანია,მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი, გაბედულად იმასაც არ მეუბნება სახელმიფო სტრუქტურა ჩემგან რას ითხოვს. თანხმა ვარ, გადამიხადონ კომპენსაცია დღევანდელი ღირებულებით”, – აცხადებს მოქალაქე ვაგიფ ისმაილოვი.
უნდა ითქვას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პილიტიკა შესაცვლელია. მის მიმართ მოქალაქეთა არაერთი პრეტენზია არსებობს. არ შეიძლება ყველა დავა სასამართლოში მიდიოდეს, ან არ სრულდებოდეს , მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისი გადაწყვეტა კანონის მიხედვით სულ მარტივად შეუძლია.
მედიაპლატფორმა “ ადვოკატის ხმა “, მისი აქტუალობიდან გამომდინარე, კვლავაც მიადევნებს თვალს მოქალაქე ვაგიფ ისმაილოვის თემას და საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწოდებს მოვლენების განვითარების შესახებ.
გუბაზ მეგრელიძე