სამშენებლო სამართალი ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი სფეროა საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როდესაც ბაზარზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები და ურბანული განვითარება საინტერესო ფაზაში გადადის.
სამართლებრივად სამშენებლო სექტორი მოიცავს როგორც მიწის, საცხოვრებელი და კომერციული ფართებთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარეებს, ასევე მშენებლობის დაგეგმარებას, ნებართვის მიღებას, სამშენებლო პროცესის ზედამხედველობასა და დასრულებულ ობიექტზე საკუთრების უფლებების შეძენას.
მნიშვნელოვანია კვალიფიციური იურიდიული მომსახურება განსაკუთრებით მშენებარე ობიექტებში საკუთრების უფლების შეძენის დროს, რადგან ხშირ შემთხვევაში, მსგავსი პროექტები მაღალი რისკის მატარებელია და საჭიროა კარგი , სამართლებრივი დაზღვევის მექანიზმები, თანხისა და უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
უძრავი ქონებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზაა საქართველოში
უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ძირითადად არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობა კი მოიცავს საჯარო რეესტრის შესახებ კანონს და სხვადასხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
უძრავი ქონების რეგისტრაცია სავალდებულოა საჯარო რეესტრში, რომელიც იცავს მესაკუთრის ინტერესებს. ნებისმიერი გარიგება უძრავ ქონებაზე (ნასყიდობა, იჯარა, ვალდებულებით დატვირთვა) ფორმდება წერილობითი ფორმით, გარიგება უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ან უნდა მოხდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი რეგისტრაცია.
სამშენებლო სამართალი საქართველოში მოიცავს ფართო სპექტრს – დაწყებული მიწათსარგებლობის წესებიდან, დამთავრებული მშენებლობის ნებართვის მოპოვებით და შენობის ექსპლუატაციაში მიღების წესებით.
ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტების ნორმატიული აქტები, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტული წესები.
უძრავი ქონების მფლობელები და დეველოპერები ხშირად აწყდებიან სამართლებრივ სირთულეებს, რომლებიც უკავშირდება:
მიწის საკადასტრო საზღვრების დაზუსტებასა და საკუთრების სტატუსს სამშენებლო ზონების შეზღუდვებს მუნიციპალიტეტებში (ზონირების რუკები) მომიჯნავე და მეზობლად მყოფი მესაკუთრეების თანხმობის მოთხოვნას – მრავალბინიან პროექტებში;
მშენებლობის ნებართვის მისაღებად მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ბუნდოვანებას და ბიუროკრატიულ ბარიერებს.
ამ პროცესების სამართლებრივი გამართვა აუცილებელია არა მხოლოდ ნებართვის მიღებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მომავალში ობიექტზე მესაკუთრეობის უფლებების სრულად იყოს დაცული და თავიდან იყოს არიდებული რისკები.
ცნობისათვის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში გაცემულია 24,000 სამშენებლო ნებართვა ,ექსპლუატაციაში მიღებულია 19.000 .
ცნობისთვის,
„ადვოკატის ხმა „ იწყებს პროექტს დისკუსიის ფორმატში სამშენებლო ,არქიტექტურულ დარღვევებთან დაკავშირებით , ქვეყანა ,განსაკუთრებით დედაქალაქი ამ მხრივ დიდი გამოწვევის წინაშეა . ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში გაცემულია 24,000 სამშენებლო ნებართვა , აქედან ექსპლუატაციაში მიღებულია 19.000 .
ამ და სხვა საკითხების განსჯის მიზნით მოვიწვევთ ექსპერტებს, სპეციალისტებს. ყოველ კონკრეტულ ფაქტზე საზოგადოებას შევთვაზებთ ჩიხიდან გამოსვლის საექსპერტო შეფასებებს .
თუ გაქვს ინფორმაცია სამშენებლო არიტექტურული დარღვევევის შესახებ რომელიც მნიშვნელოვან ზიანს გაყენებს და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის აქტუალურია მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@advokatiskhma.ge
ან დაგვიკავშირდით ტელ: 557 74 98 87