ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი კოლეგებს დღეს, 31 იანვარს, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვისკენ და იმ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გაპროტესტებისკენ მოუწოდებს, რომელიც საზოგადოებრივი ადვოკატის ინსტიტუტს ანგარიშვალებულად ხდის პრემიერმინისტრის წინაშე.
– „ იურიდიული დახმარების სამსახურის შემადგენლობაში დასაქმებული არიან ადვოკატები, რომლებიც არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები, დამოუკიდებელი პროფესიის მქონე პიროვნებები. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დგას ფეხზე არის ადვოკატის ინსტიტუტი. ადვოკატებს გამოგვაქვს ინფორმაცია უკანონოდ დაკავებულ, ნაწამებ პირებზე, ვეხმარებით მათ, საქმეებს ვიგებთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, არ ვჩერდებით ძალადობაზე. კოლეგებო! ჩვენ ამ ქვეყანაში ჩვენი გაფიცვებით მოვაღწიეთ პროფესიის დამოუკიდებლობას! საადვოკატო საქმიანობა გავხადეთ უსაფრთხო. „წერს სოციალურ ქსელში ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თვმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი .
შეგახსენებთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოქმედი კანონით, საქმიანობაში დამოუკიდებელია, პრემიერმინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
საინფორმაციო სააგენტო, თავისი ფორმატიდან გამომდინარე, თვალს მიადევნებს ამ ფაქტს და პოზიციის გამოსახატად ორივე მხარეს დაუთმობს ადგილს.
გაქვთ რაიმე მოსაზრება?
გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!