რისი უფლება აქვს მოქალაქეს? – ადვოკატის რჩევები

სასამართლოს გადაწყვეტილებით დამეკისრა  თანხის გადახდა .ამჟამად  არ მაქვს საშუალება  ვალის  გასტუმრების  .შეუძლია თუ არა სასამართლომ გადამივადოს დაკისრებული თანხის გადახდა

დიახ სასამართლოს აქვს უფლება გადაავადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  სამი თვის განმავლობაში თუ  სასამართლოს მიმართავთ შუამდგომლობით  აღსრულების გადავადების შესახებ . ამისთვის საჭიროა სასამართლოს წარუდგინოთ მტკიცებულებები რომ ხართ გადახდის უუნარო .

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ,რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.ამჟამად მოვიპოვე ისეთი მტკიცებულება ,რითაც მსურს  ხელახლა  ავღძრა  საქმე  მაქვს თუ არა ამის უფლება ?

  თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს განცხადებით ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო და მოითხოვოთ საქმის წარმოების განახლება ,სასამართლოს წარუდგინოთ მტკიცებულებები ,რომელიც მოპოვებული გაქვთ .საერთოდ ასეთი ტიპის განცხადებების სასამართლოში   წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 5 წელი .

მოპასუხეს გავუგზავნე სარჩელი ,რომელიც არ ჩაიბარა . სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმა ჩაითვლება თუ არა ჩაბარებად ,რომ  მხარემ მიიღო  საბუთები ?

 დიახ ,თუ მოპასუხე უარს იტყვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე რაც კონკრეტულად ასახული იქნება  საფოსტო დოკუმენტში  ,სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება თქვენი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ

სამოქალაქო საქმეზე  სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა მტკიცებულებების  წარდგენის შესახებ იმ მოტივით რომ  მასალები მთავარ სხდომაზე იყო წარდგენილი ,ბოლოს არც სარჩელი დააკმაყოფილა .როგორ გავასაჩივრო აღნიშნული უარები  სააპელაციო სასამართლოში

  თქვენ შეგიძლიათ  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროთ აღნიშნული და მოითხოვოთ პირველი ინსატანციის გადაწყვეტილება სრულად ორივე ნაწილში.

სასამართლო დავა მოვუგე  ადმინისტრაციულ ორგანოს ,რომელიც არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ,რა გზა  დამრჩა  საქმის ბოლომდე მისაყვანად 

 ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ ასრულების ეროვნულ ბიუროს ,რათა მან მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილების  იძულებით აღსრულება ა, ისევ სასამართლოს დაავალოს ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება საერთოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ისჯება კანონით და ასეთ შემთხვევაში  შეგიძლიათ მიმართოთ პროკურატურას .

 სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ვერ დაადგინა ჭეშმარიტება .მომწეებმა სხდომაზე იცრუეს ,შემიძლია თუ არა მივმართო პროკურატურას >

 დიახ თქვენ გაქვთ უფლება ასეთ შემთხვევაში მიმართოთ პროკურატურას  და განცხადებასა  და გამოკითხვის ოქმში მიუთითოთ ყველა ამ გარემოების შესახებ .

გამოძიებამ  ჩემი ოფისიდან წაიღო ნივთმტკიცებები ,რომელსაც არ მიბრუნებს  სასამართლო განაჩენის საბოლოო დადგენამდე ,არადა მე ეს ნივთები მესაჭიროება აქვს თუ არა გამოძიებას ამის უფლება ?

  დიახ გამოძიებას აქვს ამის უფლება და აღნიშნული ნივთმტკიცებები დაგიბრუნდებათ იმავე სასამართლოს განაჩენით .

გამომძიებელი მიბარებს დაკითხვაზე ,ვიცი რომ  ჩემზე მოახდენს ზეგავლენას ,არ მინდა მას მივცე ჩვენება რადგან დამაბნევს ,არ ვენდობი  , როგორ მოვიქცე?

 თქვენ  სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გაქვთ უფლება უარი განცხადოთ გამოძიებაში ჩვენების მიცემაზე და გამომძიებელს მოთხოვოთ ,რომ ჩვენებას მისცემთ მხოლოდ მაგისტრათ მოსამართლესთან ერთად სასამართლოში ,რაც არ ჩაგეთვლებად უკანონოდ

ჩემს ძმას  გაუნახევრდა ციხეში  სასჯელის მოხდის ვადა ,ვადამდელი  ადრე გათავისუფლების კომისიამ უარი უთხრა შეწყალებაზე ,შემიძლია თუ არა  მათი გადაწყვეტილების  გასაჩივრება სასმართლოში ?

 დიახ შეგიძლიათ.ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება შეგიძლიათ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროთ სასამართლოში და მოითხოვოთ მისი ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა

 

 

 

 

 

 

 

Author

Related posts

სამართალი და ხელოვნება – ადვოკატთა ასოციაციაში ორგანიზაციის წევრთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

თაღლითური სქემა: როგორ აღმოჩნდა ერთი ოჯახის ქონება მევახშის ხელში?

სამეზობლო სამართალი – რას გულისხმობს თმენის ვალდებულება და რა უფლებები აქვთ მეზობლებს?