თაღლითური სქემა: როგორ აღმოჩნდა ერთი ოჯახის ქონება მევახშის ხელში?

მევახშეებით გამწარებული არაერთი ადამიანია, რომლებიც სამართალს წლობით ეძებენ. ამ სამწუხარო შემთხვევებს კიდევ ერთი ფაქტი დაემატა.

გორის რაიონში მცხოვრებ ნაზო კურტანიძის ქონება თაღლითური გზით ხელში აქვს ჩაგდებული მოქალაქე ზაირა ჯებისაშვილს, რომელიც არის დაკავებული სამევახშეო საქმიანობით.

ამ თაღლითმა 2010 წლის 17სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით პირდაპირ გადაიფორმა ნაზო კურტანიძის ქონება ნასყიდობის გზით, ისარგებლა რა მისი ეკონომიური მდგომარეობით (მისი მეუღლე ჯუმბერ ახალკაცი ხანგრძლივ მკურნალობას გადის).

სინამდვილეში, ნაზო კურტანიძემ ზაირა ჯებისაშვილისგან აიღო სესხი, რაშიც იხდიდა პროცენტს. მიუხედავად იმისა, რომ ნაზო კურტანიძემ არაერთხელ შესთავაზა ზაირა ჯებისაშვილს სესხის ბანკის საშუალებით ჩანაცვლება, მევახშე ყოველთვის უარზე იყო, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ქონება უკვე მიისაკუთრა.

არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ დღევანდლამდე ზაირა ჯებისაშვილი ნაზო კურტანიძის წარმომადგენლებისგან იღებდა პროცენტებს. არსებობს ვიდეოსიუჟეტი, სადაც ზაირა ჯებისაშვილი ამბობს, რომ მას არ სჭირდება ბინა და ითხოვს თანხას, მაგრამ ბოლო მომენტში ყოველთვის უარს ამბობს, რაც არის მისი მხრიდან მანიპულირების მეთოდი.

როგორც ამბობენ, ამ გზით მას არაერთი ბინა აქვს ხელში ჩაგდებული. ზაირა ჯებისაშვილი შანტაჟით და მუქარით ყველაფერს აკეთებდა, რომ ნაზო კურტანიძისაგან მიეღო თანხმობები, რადგან გამოსახლებით ემუქრებოდა.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მოხდა 2017 წელს, როდესაც ნაზო კურტანიძემ გორის რაიონულ სასამართლოში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზეწოლით, დადო შეთანხმება თითქოსდა, რაღაც დროში ზაირა ჯებისაშვილის ყველა თანხას დაფარავდა. ნაზო კურტანიძე ამ პირობას სასამართლოს წინაშე იმიტომაც დათანხმდა, რომ მას მეუღლე ჯუმბერ ახალკაცი ჰყავდა ავად. მან იცოდა ჯებისაშვილის მუქარის შესახებ და სურდა პრობლემის გადავადება რაღაც დროით, რაც ვერაფრით შეძლო ასეთ მცირე დროში. დღეს, ზაირა ჯებისაშვილს დაწყებული აქვს იძულებითი აღსრულება. ნაზო კურტანიძე ყოველდღე თავის ავადმყოფ მეუღლესთან ერთად ელოდება გამოსახლებას.

მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს, რომ გამოძიებამ ნაზო კურტანიძის საქმეზე დაადგინოს მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ:

  1. 2010 წლის 17 სექტემბერს რატომ და როგორ შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება ნაზო კურტანიძესა და ზაირა ჯებისაშვილს შორის მაშინ, როდესაც ნაზო კურტანიძემ სესხი მიიღო მისგან და რეალურად ეს იპოთეკა იყო.
  2. თუ ზეპირი გარიგებით სესხის ხელშეკრულება, როგორც გარიგება არ არსებობდა მყიდველსა და გამყიდველს შორის, რატომ იღებდა ზაირა ჯებისაშვილი პროცენტებს ნაზო კურტანიძისა და მისი წარმომადგენლებისაგან?
  3. რატომ ამბობს და აღიარებს ზაირა ჯებისაშვილი ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში რომ ან ბინა უნდა, ან ფული. თუ ჯებისაშვილმა ბინა იყიდა, რა შუაში იყო კურტანიძისაგან თანხის მოთხოვნა?

მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

 

Author

Related posts

სამართალი და ხელოვნება – ადვოკატთა ასოციაციაში ორგანიზაციის წევრთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

სამეზობლო სამართალი – რას გულისხმობს თმენის ვალდებულება და რა უფლებები აქვთ მეზობლებს?

როგორ  უნდა მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს