საზოგადოებისთვის ცნობილია გორში მცხოვრები ნაზო კურტანიძის გამოსახლების საქმე, რომელიც სასამართლოში გასაჩივრდა. სამწუხაროდ, სასამართლომ ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.
თუმცა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელ პირთა გულგრილობის ფონზე, ორი დღის წინ ნაზო კურტანიძის მეუღლე, ჯუმბერ ახალკაცი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გამოსახლება დაუშვებელი იყო, ხოლო შექმნილმა ვითარებამ, შესაძლოა, მისი გარდაცვალება დააჩქარა.
ისანი-სამგორის რაიონულ სამმართველოში ჯუმბერ ახალკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილის ოჯახმა მოითხოვა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს სიკვდილის მიზეზი.
საინფორმაციო სააგენტო „ადვოკატის ხმა“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მომავალში უფრო ვრცელ ინფორმაციას მოგაწვდით.