15 მაისი მოსამართლის პროფესიული დღეა

მოსამართლეობა იურისტის პროფესიულ გზაზე ნამდვილად ერთ-ერთ უმთავრეს და საპატიო მწვერვალად მოიაზრება. ამ სიმაღლეზე მდგარი ნებისმიერი პირი უნდა აცნობიერებდეს უდიდეს — არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ ადამიანურ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და მისი მოსახლეობის წინაშე.

მოსამართლე ადგენს ამქვეყნიურ სამართალს, რამაც, პირველ რიგში, თავად გასამართლებულსაც კი არ უნდა გაუჩინოს უსამართლობის განცდა. ეს პროფესია ორლესული მახვილის პირზე სიარულივით რთულია, თუმცა — არა შეუძლებელი!

გილოცავთ, პატივცემულო მოსამართლეებო, პროფესიულ დღეს! გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენს კრიტიკას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ჩვენ გვსურს ვცხოვრობდეთ სამართლიან ქვეყანაში, სადაც არავის, აბსოლუტურად არავის ექნება საფუძველი თქვას — ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

P.S. ჩვენ ვამაყობთ და ყოველთვის ვიამაყებთ იმ მოსამართლეებით, რომლებიც ამ მანტიას ღირსეულად ატარებენ!

Author

Related posts

„ადვოკატის ხმა“ ახალ პროექტს – „რეგიონის სამართალს“ იწყებს

ავთანდილ დემეტრაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა

რატომ იქცა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები მანიპულირების საშუალებად – სააპელაციო სასამართლოში ა.გ.-ს საქმის განხილვა იწყება