უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე.
შეხვედრაზე მხარეებმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ შეხვედრის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს შენობა, მათ შორის სასესიო დარბაზები და მართლმსაჯულების მუზეუმი დაათვალიერებინა.
შეგახსენებთ, რომ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო 2020 წელს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივითა და უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით დაარსდა.
2020 წლიდან-დღემდე მმართველი კომიტეტი ორჯერ შეიკრიბა, ხოლო საკოორდინაციო საბჭომ 12 შეხვედრა გამართა.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია, ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.
წყარო:  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

Author

Related posts

„გამოსახლების ღონისძიების გატარება საფრთხეს უქმნის პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“ – ადვოკატი ლევან ჭიღლაძე იუსტიციის მინისტრს მიმართავს

75 ხმა ერთის წინააღმდეგ – საქართველოს პარლამენტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები  დაამტკიცა

საკასაციო სასამართლომ ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ქონების წართმევის საქმე არსებითი განხილვისთვის მიიღო