ადვოკატთა ასოციაციამ და საინფორმაციო სააგენტომ „ადვოკატის ხმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და საინფორმაციო სააგენტომ „ადვოკატის ხმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტს ხელი ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და სააგენტოს დირექტორმა, ლევან ჭიღლაძემ მოაწერეს.

ჭიღლაძის ინფორმაციით,   თანამშრომლობის მთავარი მიზანი  იურიდიული პროფესიის განვითარება და საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.

– “ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი , რომელიც ხელს შეუწყობს  სამართლებრივი თემების პოპულარიზაციას და ასოციაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების დროულ ინფორმირებას.  აღნიშნული თანამშრომლობა უფრო ეფექტურს გახდის ადვოკატთა საქმიანობას, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ხშირად საჭიროებს პროფესიულ დაცვას.  ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით  ვიბრძოლებთ ადვოკატების უფლებებისთვის.

პარტნიორობის ფარგლებში სააგენტო გეგმავს იურიდიული პროფესიისთვის აქტუალური საკითხების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, ასოციაციის მიმდინარე საქმიანობისა და პროექტების საინფორმაციო მხარდაჭერას და ბევრ სხვა საინტერესო აქტივობას.  აღნიშნული მემორანდუმი მოგვცემს  ძალიან საინტერესო  ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებებების განხორციელების შესაძლებლობას”,- აღნიშნა ლევან ჭიღლაძემ.

Author

Related posts

75 ხმა ერთის წინააღმდეგ – საქართველოს პარლამენტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები  დაამტკიცა

საკასაციო სასამართლომ ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ქონების წართმევის საქმე არსებითი განხილვისთვის მიიღო

“ხელოვნური ინტელექტი კერძო სამართალში” – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერგი ჯორბენაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა