“საქართველოს მთავარი პროკურორის საბჭოში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს ინტერესთა კონფლიქტის რისკი” – ირაკლი ყანდაშვილი

ავტორი ლევან ჭიღლაძე
21 ნახვა

“საქართველოს მთავარი პროკურორის საბჭოში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს ინტერესთა კონფლიქტის რისკი” – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ყანდაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აღნიშნულ სხდომაზე ის  საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომლის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერმინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.

ყანდაშვილის განმარტებით, ადვოკატის დამოუკიდებლობა არანაირი რისკის ქვეშ არ დგას და ამას ცვლილებები არ განაპირობებს – ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი.

“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო საქართველოს მთავარი პროკურორის ჩართულობა საბჭოში, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით არის ინტერესთა კონფლიქტის რისკი. პირველ მოსმენაზე აზრი გავცვალეთ და მეორე მოსმენისას საკითხი დაზუსტდება. ჩვენ კომიტეტს შევთავაზეთ იურიდიული დახმარების სამსახურის ჩართვა მათი წარმომადგენლის კვოტით.” – განაცხადა ყანდაშვილმა.

აღნიშნულ შეხვედრას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი , ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან გიორგი ფანცულაიასთან და ზაქარია გვიშიანთან ერთად დაესწრო.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა  2 თებერვალს გაიმართა.

 

 

Author

გაქვთ რაიმე მოსაზრება?

გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Focus Mode
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00