კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ

75 ხმა ერთის წინააღმდეგ – საქართველოს პარლამენტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები  დაამტკიცა

ავტორი ლევან ჭიღლაძე
9 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა 75 ხმით (1 წინააღმდეგ) „ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა.

მთავარი ცვლილებები

კატეგორია ადრე ახალი რეგულაცია
მცირე ზომის მარანი წლიური წარმადობა: მაქს. 40 000 ლიტრი წლიური წარმოადობა: მაქს. 25 000 ლიტრი
ტერმინოლოგია „სახლის ღვინო” „ბუნებრივი ღვინო”
ბუნებრივი ღვინის კრიტერიუმი სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდების და ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე წარმოება
ნიშანდება არ იყო სავალდებულო სავალდებულო სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება
ნიშანდების დამტკიცება ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით
ორგანოლეპტიკური შემოწმება შერეული მოთხოვნები სავალდებულო ყველა კატეგორიის ღვინოზე (გარდა ბუნებრივი ღვინისა), როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ ბაზარზე

დამატებითი სიახლეები

  • ნიშანდების სავარაუდო ღირებულება: ერთ ბოთლზე დაახლოებით 10 თეთრი

  • მოთხოვნა არ ვრცელდება: მცირე ზომის მარნებზე, რომლებიც წელიწადში 25 000 ლიტრზე ნაკლებ ღვინოს აწარმოებენ

  • მიზანი: ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და სექტორის რეგულაციების გამკაცრება

  • ინიციატორი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

წყარო:  ინტეპრესნიუსი

Author

გაქვთ რაიმე მოსაზრება?

გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!

Focus Mode
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00
„გსურთ მიიღოთ უახლესი სამართლებრივი სიახლეები პირდაპირ ტელეფონზე?“ დიახ არა, გმადლობთ