„ერთად დიდი ძალა ვიყავით, ვართ და ვიქნებით!“ – ელზა ჯმუხაძე ადვოკატებს მიმართავს

ავტორი ელზა ჯმუხაძე
26 ნახვა

პატივცემულო კოლეგებო!

ადვოკატურაში ჟურნალისტიკიდან მოსულმა კოლეგებმა ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით ინტერნეტ-მედია პლატფორმა „ადვოკატის ხმა„ და იმედია, ყველას ერთად გვიხარია, რომ ჩვენი ხმა,  როგორც გადატანითი, ასევე  პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველდღიურად ძლიერდება!

ჩვენი უმთავრესი მიზანი ადვოკატურის, როგორც ინსტიტუციის, კიდევ უფრო გაძლიერება და პროფესიულ საქმიანობაში წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემისას ერთმანეთის კოლეგიალური მხარდაჭერაა.

ჩვენ ერთად უნდა განვიხილოთ და გავასაჯაროოთ მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებიდან გამომდინარე ჩვენი საქმიანობისას ,,ამოტივტივებული,, კონკრეტული ფაქტები და მაგალითები.  ამ გზით ჩვენ მკაფიოდ დავანახებთ ამ ხარვეზებს, როგორც საზოგადოებრიობას, ასევე  საკანონმდებლო ხელისუფლებას და ვიქნებით მეტად აქტიურები იმ საკანონმდებლო ბაზის გაჯანსაღების პროცესში, რაც ჩვენი საქმიანობის უმთავრესი იარაღია.  სწორედ ამიტომ გვინდა, ჩვენი სიტყვა მნიშვნელოვანი გახდეს კანონპროექტების განხილვის პროცესშიც.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა დავდგეთ თითოეული თქვენგანის გვერდით, სადაც ნებისმიერი სტრუქტურა შეეცდება, ამა თუ იმ ფორმით ხელი შეგიშალოთ პროფესიულ საქმიანობაში.

ცხელ ხაზზე ასეთი ფაქტის შეტყობინებისთანავე (ტელეფონით 557749887 ან/და ელექტრონული ფოსტით info@advokatiskhma.ge) გვექნება მყისიერი და ეფექტური რეაგირება.  ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ადვოკატის საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის სურვილიც კი აღარავის უჩნდებოდეს!

ჩვენს გუნდში არიან ადვოკატები, ვინც ამ ღირსეულ პროფესიაში სწორედ ,,ჟურნალისტური გამოძიებიდან,, მოვიდა. ამიტომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ხელშეკრულების საფუძველზე თქვენი საქმიანობის მედიამხარდაჭერის მიზნით, ჩავატაროთ და საჯარო გავხადოთ ჟურნალისტური გამოძიება. გვექნება შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად დავესწროთ სასამართლო პროცესებს, ჟურნალისტური გამოძიების წარმოებისას დავსვათ ყველა მნიშვნელოვანი კითხვა საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლების,  ექსპერტების, მოწმეების თუ სხვა ფიგურანტების წინაშე. საქმის უმნიშვნელოვანეს დეტალებთან დაკავშირებული ფაქტების და საინტერესო მოსაზრებების გასაჯაროვება კი საბოლოო შედეგების კიდევ უფრო მაღალ ხარისხს და ეფექტურობას განაპირობებს.

ქვეყანაში თითოეული თქვენთაგანის უძილო ღამეებისა და კოლოსალური შრომის, ძალიან ხშირად კი უდიდესი რისკის ფასად, “ადვოკატის ხმა” აქამდეც ისმოდა, დღესაც ისმის და გვჯერა, ერთად შევძლებთ, რომ ჩვენი ხმა კიდევ უფრო ძლიერად ისმოდეს!

 

Author

გაქვთ რაიმე მოსაზრება?

გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Focus Mode
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00