ირაკლი ყანდაშვილი ნატალია ვუტოვას შეხვდა

ირაკლი ყანდაშვილი ნატალია ვუტოვას შეხვდა

ავტორი Admin-TM
9 ნახვა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს შორის არსებული მრავალწლიანი და აქტიური თანამშრომლობა შეაჯამეს.

ნატალია ვუტოვამ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მხარეებმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ასოციაციამ ადვოკატის პროფესიის განვითარებისთვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განახორციელა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

„ვფიქრობ, შეხვედრა ნაყოფიერი იყო. ქალბატონმა ნატალიამ ევროპის საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის მრავალწლიან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ადვოკატის პროფესიის სიძლიერე და დამოუკიდებლობა ქვეყანაში, რაც ხარისხიანი მართლმსაჯულების პირობებს უზრუნველყოფს. მე ვთხოვე, რომ მათი მხრიდან მოხდეს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ახალი პროექტის ინიცირება და მხარდაჭერა, რათა ჩვენი წევრებისთვის პროფესიული განვითარება უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერად გაგრძელდება“. – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილლმა.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ერთობლივი ინიციატივების გაგრძელებაზე, რაც ხელს შეუწყობს ადვოკატთა ინსტიტუციურ გაძლიერებასა და პროფესიულ განვითარებას.

Author

გაქვთ რაიმე მოსაზრება?

გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Focus Mode
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00