საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ელჩის პოლიტიკურ მრჩეველს, ალექსანდრა შეფარდს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატის როლსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ალექსანდრა შეფარდმა ირაკლი ყანდაშვილს ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიის ფუნდამენტურ მნიშვნელობას სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.
თავის მხრივ, ასოციაციის თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო ორგანიზაციული სტრუქტურა და ის პრიორიტეტული ინიციატივები, რომლებიც პროფესიული განვითარებისკენაა მიმართული. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის პროფესიული გაერთიანებების დონეზე მჭიდრო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
გაქვთ რაიმე მოსაზრება?
გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!