sisxlis samartlis komitetis pirveli sxdoma

სისხლის სამართლის კომიტეტში გაწევრიანება 1 აპრილამდეა შესაძლებელი — ბექა ნემსიწვერიძე კოლეგებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ავტორი ლევან ჭიღლაძე
39 ნახვა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ნემსიწვერიძის ხელმძღვანელობით, კომიტეტის წევრებთან პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და სამომავლო სამუშაო გეგმები განიხილეს.

შეხვედრა დაგეგმილი სამუშაო ფორმატით წარიმართა. ყურადღება გამახვილდა სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარის უფლებების გაძლიერებასა და ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის პირობების გაუმჯობესებაზე. კომიტეტის წევრებმა წარმოადგინეს წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს პრაქტიკაში არსებული ყოველდღიური პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ნემსიწვერიძემ ხაზი გაუსვა, რომ კომიტეტი არის სივრცე, სადაც პროფესიული გამოწვევები კონკრეტულ ინიციატივებად, სარეკომენდაციო პაკეტებად და საკანონმდებლო წინადადებებად უნდა ჩამოყალიბდეს.

ბექა ნემსიწვერიძემ კოლეგებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ადვოკატს აქვს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად მიმართოს კომიტეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვენი მიზანია პროფესიული თანამშრომლობა და პრობლემების ღია განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კოლეგის ხედვა და პრაქტიკული გამოცდილება აისახოს იმ რეკომენდაციებში, რომლებსაც კომიტეტი შეიმუშავებს ადვოკატების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად“, — განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.


 შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კომიტეტში გაწევრიანების მსურველთა განაცხადების მიღება 2026 წლის 1 აპრილამდე გრძელდება. კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებს დაინტერესებულ კოლეგებს, აქტიურად ჩაერთონ კომიტეტის საქმიანობაში და მიაწოდონ საკუთარი იდეები იმ საკითხებზე, რომლებიც დაცვის მხარის პოზიციების გაძლიერებას ემსახურება.

Author

გაქვთ რაიმე მოსაზრება?

გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Focus Mode
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00
„გსურთ მიიღოთ უახლესი სამართლებრივი სიახლეები პირდაპირ ტელეფონზე?“ დიახ არა, გმადლობთ