საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და საინფორმაციო სააგენტომ „ადვოკატის ხმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტს ხელი ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და სააგენტოს დირექტორმა, ლევან ჭიღლაძემ მოაწერეს.
ჭიღლაძის ინფორმაციით, თანამშრომლობის მთავარი მიზანი იურიდიული პროფესიის განვითარება და საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.
– “ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი , რომელიც ხელს შეუწყობს სამართლებრივი თემების პოპულარიზაციას და ასოციაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების დროულ ინფორმირებას. აღნიშნული თანამშრომლობა უფრო ეფექტურს გახდის ადვოკატთა საქმიანობას, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ხშირად საჭიროებს პროფესიულ დაცვას. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვიბრძოლებთ ადვოკატების უფლებებისთვის.
პარტნიორობის ფარგლებში სააგენტო გეგმავს იურიდიული პროფესიისთვის აქტუალური საკითხების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, ასოციაციის მიმდინარე საქმიანობისა და პროექტების საინფორმაციო მხარდაჭერას და ბევრ სხვა საინტერესო აქტივობას. აღნიშნული მემორანდუმი მოგვცემს ძალიან საინტერესო ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებებების განხორციელების შესაძლებლობას”,- აღნიშნა ლევან ჭიღლაძემ.
გაქვთ რაიმე მოსაზრება?
გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია ან დატოვეთ მოკლე პასუხი — სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს!